ცესკოს თავჯდომარის მოადგილე - არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიდეოფიქსაცია დაინერგება, თუმცა სხვა ტექნოლოგიების დანერგვა ფინანსური, ლოჯისტიკური და დროის დეფიციტის გამო ვერ მოხერხდა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქის ვიდეოფიქსაცია დაინერგება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმასთან ერთად, ასევე იგეგმებოდა ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას, თუმცა აღნიშნული გეგმა ბოლომდე ვერ განხორციელდა.

სიორიძის განმარტებით, სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფინანსური, ლოჯისტიკური, დროის დეფიციტის და სხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

„2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და გააჩნია განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი. ოპოზიციის, ასევე პირადად ჩემი როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრის უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა იმპლემენტაციასთან ერთად ამავე არჩევნებზე ისეთი ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას და არამხოლოდ ამა თუ იმ ნოვაციის ეფექტურობის შემოწმებას. სამწუხაროდ, ის, რაც გვსურდა ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტექნოლოგია დავნერგეთ. მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის ტექნოლოგია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება, რაც არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ვერ მოხერხდა. ამას ჰქონდა თავისი ფინანსური, ლოჯისტიკური, დროის დეფიციტის და სხვადასხვა მიზეზი“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის #4 საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით მოხდება.

,,მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები კომპანია „სმარტ მატიკთან“ და შესაძლებელი გახდა კრწანისის მთლიან საარჩევნო ოლქში ბიულეტენები დაგვეთვალა ელექტრონული მთვლელების მეშვეობით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა