ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და ამომრჩევლის სილუეტი უკეთ გამოჩნდეს

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს.

როგორც სიორიძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კონსტრუქციის შეცვლის შედეგად უკეთ გამოჩნდება ამომრჩევლის სილუეტი.

"ჩემი ინიციატივით და როგორც კომისიასთან, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი. ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

იხილეთ ვიდეო:ცესკოს მზადაა საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და ამომრჩევლის სილუეტი უკეთ გამოჩნდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო