ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელია ალბათ, ივანიშვილის უმრავლესობას გულისხმობდა და არა ოპოზიციას - იმედი  გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას

ნიკა მელია ალბათ, ივანიშვილის უმრავლესობას გულისხმობდა და არა ოპოზიციას - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური ერთობა არის საჭირო იმისთვის, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

„როგორც გაირკვა, „ქართული ოცნების“ სურვილი არ არის რიგგარეშე სხდომის ჩატარება. გუშინ ცალსახად თქვა ეს „ქართული ოცნების“ ლიდრმა, რომ მათ არ აქვთ დაგეგმილი რაიმე სხდომის ჩატარება არჩევნებამდე, შესაბამისად, მათ ეს არ სურთ. მესმის, რომ ყველა ველზეა და დატვირთულები ვართ, მაგრამ ოპოზიციური ერთობა სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მოვითხოვოთ დებატები ამ ამაზრზენ ფაქტებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ფაილებს, რომელიც ასახავს უკანონო მოსმენებს და ამასთან დაკავშირებით გაიმართოს პარლამენტში დებატები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას და იმისათვის, რომ რიგგარეშე სხდომა მოვიწვიოთ, საჭირო რაოდენობის ხმებს მოვაგროვებთ“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა