გიგა ბოკერია - ბევრი კატასტროფული და მათ შორის, ეგზოტიკური განცხადება მოვისმინეთ და კალაძე ერთ-ერთი გამორჩეულია

ბევრი კატასტროფული და მათ შორის, ეგზოტიკური განცხადება მოვისმინეთ და კალაძე ერთ-ერთი გამორჩეულია. სადღაც სხვაგან რომ ხდებოდეს ეს ყველაფერი, უბრალოდ ცუდი პოლიტიკური მოღვაწეების შესახებ, ანეკდოტის საგანი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თქმითაც, „უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, თუ საჭიროა დიპლომატებსაც“.

გიგა ბოკერიას შეფასებით, პოლიტიკური ლიდერები და პირველ რიგში, კახა კალაძე, იმ კატასტროფის ფონზე, რომელიც „ფარული ჩანაწერების“ გამოქვეყნების ფაქტს უკავშირდება, საზოგადოებას პასუხს უფრო მეტი უტიფრობით სცემენ და არწმუნებენ, რომ ის რაც მოხდა ნორმალურია.

„ისინი აღშფოთდნენ არა იმაზე, რაც ხდება, არა იმაზე, რომ მთელი სპეცსამსახურები ერთადერთ ამოცანაზე მუშაობენ - ძალაუფლების შენარჩუნებაზე ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის და არა მტრების მხილებაზე, მტრების განეიტრალებაზე, გარე მტრების თუ ქვეყნის შიგნით ორგანიზებული დანაშაულის, ამაზე კი არ გაბრაზდნენ, გაბრაზდნენ იმაზე, რომ ამის მხილება მოხდა. ამას, მერე, დაუპირისპირეს ყველა ასეთი რეჟიმისთვის დამახასიათებელი თავხედური უტიფრობა, რომ ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს. დამატებითი შტრიხი იყო, რომ დიპლომატებიც კი ახსენა კალაძემ. მან ელემენტარული რაღაც არ იცის, რომ მტრული სახელმწიფოს დიპლომატებსაც კი იცავს ვენის კონვენცია თუ არ არის მიმდინარე დანაშაულის გამოძიება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატიურ სამსახურებსაც სამიზნედ იღებენ და სამწუხაროდ, თუ ეს დადასტურდა არ უნდა გვიკვირდეს, რადგან ამ და ყველა სხვა ქმედებიდან ივანიშვილის რეჟიმის ჩანს, რომ ამ რეჟიმს არ ჰყავს სამიზნედ ამოღებული პუტინისტური რუსეთის ჯაშუშები, არ ჰყავს სამიზნედ ამოღებული მათი მოკავშირეები, არ ჰყავს სამიზნეში ამოღებული ორგანიზებული დანაშაული და ძალადობრივი შავრაზმული ჯგუფები, არ აქვს ამოცანად ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების დამოუკიდებლობის დაცვა. მისი ამოცანა არის საზოგადოების კონტროლი და ხელისუფლების ოპონენტების დასუსტება და განადგურება. ამას ემსახურება სპეცსამსახურები თავიდან ბოლომდე და ეს უნდა შეიცვალოს ამ არჩევნების შემდეგ,“- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა