გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების შედეგად, ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როცა ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ექნებოდა

ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების შედეგად, ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როდესაც ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ექნებოდა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას შეფასებას პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

ბოკერიას განმარტებით, ნორმალურ ვითარებაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და „ფარულ ჩანაწერებთან“ დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარება ბუნებრივი იქნებოდა, თუმცა ქვეყანა ნორმალურ ვითარებას გასცდა.

„ჩვენ ახლა ერთადერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული - არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლასა და ამ რეჟიმის დამარცხებაზე ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, თუნდაც გულწრფელი მოტივებით, იქცევა ფიქციად ან უბრალოდ სპექტაკლად, იმისთვის, რომ თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტი მუშაობს. არ არის მიზანშეწონილი ნამდვილად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა