გიორგი ვაშაძე ბანერებზე - ეს არის დაშინების, „ნაცმოძრაობისგან“ საფრთხობელის შექმნის კამპანია, რაც ამ ქვეყანაში წლებია გრძელდება

ეს არის დაშინების, „ნაციონალური მოძრაობისგან“ საფრთხობელის შექმნის კამპანია, რაც ამ ქვეყანაში წლებია გრძელდება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა ბოლო დროს გავრცელებულ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბილბორდებს.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია ყველაფერზე მიდის, რადგან წინასაარჩევნოდ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

„ეს მოჯადოებული ორპოლუსიანობა ამ არჩევნებზე უნდა გავარღვიოთ, რათა უკანონობა ხელისუფლებაში მყოფი ძალებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. ეს არის კანონდარღვევა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯები. როგორც ვხედავთ, ვაქცინაცია მკვეთრად დაეცა და ამ პირობებში, აცრის კამპანიის შეწყვეტა ძალიან ცუდია და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, რასაც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, იმ სარეკლამო კომპანიის გარდა, რომელმაც ბანერები განათავსა, მთავარი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„იმ დაშინებისა და ტერორის გარემოში, რაც დღეს ქვეყანაშია, კომპანია როგორ გაბედავდა „ქართული ოცნებისთვის“ უარის თქმას. კომპანიას თვითონ ხომ არ ჩამოუკიდებია? ეს ჩამოკიდა „ქართულმა ოცნებამ“. აქედან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი სისტემა უნდა შეცვცალოთ. დაშინების სტრატეგია, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, უნდა დავასრულოთ. ამისთვის არსებობს „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა პოლიტიკური ძალები და მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უარი ვუთხრათ იმ უბედურ აწმყოსა და წარსულს, რაც ასე აშინებს ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა