„ლელომ“ მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია მცხეთის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

ლევან სამუშიას თქმით, კახაბერ კანდელაკი, რომელიც მცხეთაში „ლელოს“ გუნდს წარმოადგენს, იქნება ხალხის ხმა და დაიცავს მცხეთის მოსახლეობის ინტერესებს. სამუშია არჩევნებზე მისვლას აუცილებლად მიიჩნევს და მოსახლეობას მოუწოდებს, არც ერთი ხმა არ დაიკარგოს.

„ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, საუკეთესო არჩევანი კი არის „ლელო“, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. საკუთარი საქმის მცოდნე ხალხი, რომლებიც გააერთიანა „ლელომ“ და იბრძოლებენ ქვეყნის მომავლის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, დღეს პრობლემები არის ყველა რეგიონსა და ქალაქში, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და ყველას იდენტური პრობლემა აქვს. მილიონობით ლარს ხარჯავენ გზების მშენებლობაზე და არსად გზები არ არის, ასევე უამრავი სოფელი და რაიონი დღემდე უწყლოდ არის. ეს არჩევნები არის არა მარტო თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რეფერენდუმი. ვერც ერთ მუნიციპალურ პრობლემას ვერ მოაგვარებ, თუ ამ ქვეყანაში გლობალური გარდატეხა არ მოხდა“, - განაცხადა სამუშიამ. მისივე თქმით, 41 ნომერი, ქვეყნის დაღუპვასა და უკუსვლას უკავშირდება, რაც უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლით.

„რეფერენდუმს რომ ვამბობთ, „ლელოს“ აქვს ამ ყველაფერში უსაზღვროდ დიდი როლი და ეს უნდა გამოვიყენოთ 2 ოქტომბერს. „ქართული ოცნება“ დაღუპავს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ისინი უნდა შევცვალოთ. ჩვენი გუნდი არის პრინციპული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყანაზე მზრუნველი გუნდი. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც იქნება არა პარტიულ ინტერესებზე, არამედ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული. ასეთი ადამიანია მცხეთის რაიონში ძეგვსა და ნიჩბისში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ კანდელაკი“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა