„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს აგრძელებენ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

პარტიის ლიდერები დღეს ოზურგეთში, გურიის რეგიონში მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ზუგდიდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრებს გამართავენ ასევე ბათუმსა და ამბროლაურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო