მამუკა ხაზარაძე - გენპროკურორმა იქნებ გამოაგზავნოს კომპეტენტური პროკურორები, რომ ორი წლის თავზე არ ავუხსნათ ელემენტარული საკითხები, როგორიცაა: ლარში რატომ ხდება გადარიცხვა და exchange კომპანიის სახელი არ არის

გენერალურმა პროკურორმა იქნებ გამოაგზავნოს სხვა უფრო მეტად კომპეტენტური პროკურორები, რომ ორი წლის თავზე არ ავუხსნათ ელემენტარული საკითხები, როგორიცაა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ.,- ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქმის პროკურორები საბანკო-საფინანსო საკითხებში კომპეტენტურები არ არიან.

"ორი წელია, ამ აბსურდის თეატრში ვიღებთ მონაწილეობას. ახლა უკვე დაიწყო ისეთი კითხვების დასმა, რაც ფინანსურ საკითხებს ეხება. გენერალურ პროკურორს მივმართე, რადგან ამ არაკომპეტენტურობის მოსმენა შეუძლებელია. პროკურორებს, რომელთაც ეს საქმე მიჰყავთ, მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში "პლინტუსის" დონეზეა. გენერალურმა პროკურორმა იქნებ გამოაგზავნოს სხვა უფრო მეტად კომპეტენტური პროკურორები, რომ ორი წლის თავზე არ ავუხსნათ ელემენტარული საკითხები, როგორიცაა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ. ეს უნდა დამთავრდეს. ორი წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ამ სამმა პროკურორმა არაფერი იცის ფინანსურ თემებთან დაკავშირებით, აქ იმისთვის არ ვართ, რომ ისინი აღვზარდოთ და რაღაც ვასწავლოთ",- განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა