რომან გოცირიძე ბანერებზე - ახლა ვინმე სულელს სჯერა, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების" გაკეთებული?! - არ არის მოსახლეობა ბრიყვი

წინა არჩევნებზე ასეთი ბანერები „პატრიოტთა ალიანსს" გააკვრევინეს და თვითონ ხელები დაიბანეს, ახლა ვინმე სულელს სჯერა, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების" გაკეთებული?!- არ არის მოსახლეობა ბრიყვი, ესენი არიან ბრიყვები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც დედაქალაქში გამოკრულ ბანერებს გამოეხმაურა, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს".

მისივე თქმით, კომპანია, რომელმაც ბანერები განათავსა, „ქართულ ოცნებას" არის დაქვემდებარებული.

„თვალნათელია, როგორ პოლიტიკურ გარემოში მიდის არჩევნები, როგორი არათანაბარია პირობები. ამაზე ის საშინელი ბანერებიც მოწმობს, რომელიც დაკიდეს, წინასაარჩევნო პერიოდი მიდის დაშინების, ძალადობის ფონზე, სუს-ი და ადმინისტრაციული რესურსები კვლავ ჩართულია, ამომრჩეველთა შანტაჟი ხდება, „შავი ფული“ მიედინება „ქართული ოცნების" ყულაბაში. რაც მთავარია, სიძულვილის კამპანიას ეწევიან, ამ ანტივაქსერულ ქვეყანაში რომ სულელურ და საშინელ პლაკატებს კიდებ, არ ხარ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. კომპანიამ არადამაჯერებელი განცხადება გააკეთა, იყო შეთანხმება, რომ ბანერები წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო და იქნა შეცვლილი, ბუნებრივია, ის კომპანია, რომელმაც ეს ბანერები განათავსა, ხელისუფლებას არის პირდაპირ დაქვემდებარებული. წინა არჩევნებზე ეს ბანერები „პატრიოტთა ალიანსს გააკვრევინეს და თვითონ ხელები დაიბანეს, ახლა ვინმე სულელს სჯერა, რომ ეს ვიღაც მიხეილ გაბრიაძემ დაკიდა და ეს არ არის „ქართული ოცნების" გაკეთებული. არ არის მოსახლეობა ბრიყვი, როგორც ამათ ჰგონიათ, ესენი არიან ბრიყვები,"- განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს