ანა დოლიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენა სანდ ანდრესენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ავრცელებს.

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში იყო.

„ელჩის მთავარი ინტერესის საგანი ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესი და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში იყო. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად ვისაუბრეთ თბილისის მერობის ქალ კანდიდატებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე დებატებთან მიმართებაში. როგორც ცნობილია, რამდენჯერმე იყო მოწოდება, რომ სატელევიზიო დებატები ჩატარებულიყო მხოლოდ კაც პოლიტიკოსებს შორის. ასევე განვიხილეთ საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ფორმით ქალი პოლიტიკოსების მიმართ ზეწოლა, მათ შორის, სიძულვილით სავსე თავდასხმებზე სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში. ჰელენა სანდ ანდრესენი დაინტერესდა ქვეყნის სოციალური საკითხებით, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩეველთან საუბრის მთავარი თემა უნდა იყოს და არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში სრულიად ჩაიკარგა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს