არჩილ თალაკვაძე - სისხლი, ტერორი და ძალადობა - ეს არის ის, რაც „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად

ჩვენი კამპანია არის პოზიტიური და ჩვენი დღის წესრიგი მომავალზე ორიენტირებულია. სისხლი, ტერორი და ძალადობა მოქალაქეებზე ეს არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ბანერებს გამოეხმაურა, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს".

თალაკვაძის თმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დესტაბილიზაციით ცდილობს როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს.

„რაც შეეხება პლაკატებს, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილის უკურეაქცია იმაზე, რომ დღეს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაფუთული სხვადასხვა ფერებში, ნომრებში კვლავ ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით, მოქალაქეებზე ძალადობით და პარტიული ტელევიზიების გამოყენებით როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს. მაგრამ ისინი არიან „ოფსაიდში“, რადგან რჩებიან რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალად.

რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ რასაც ვეთანხმებით და მოგვწონს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საარჩევნო მასალებზე და ბილბორდებზე. ჩვენი კამპანია არის პოზიტიური და ჩვენი დღის წესრიგი მომავალზე ორიენტირებულია. სისხლი, ტერორი, ძალადობა მოქალაქეებზე ეს არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოყვება მძიმე ბიოგრაფიად.

ვაქცინაციის ბანერები არ გახლავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნაწილი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციის პროცესს და ჯანდაცვის პროფესიონალების რეკომენდაციის შესრულებას“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს