ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება, როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, ეს არის სპეკულაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფარული მასალების გავრცელების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივას სპეკულაციას უწოდებს.

კობახიძის განმარტებით, დეპუტატები მთლიანად საარჩევნო პროცესზე არიან გადართულები და „ასეთ დროს სხდომის გამართვა შეუძლებელია“.

„ეს არის მარტივი სპეკულაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება ხოლმე. ამასთან, ყველა დეპუტატი როგორც მაჟორიტარი, ასევე არამაჟორიტარი, მთლიანად გადართულია საარჩევნო პროცესზე. ასეთ დროს სხდომის გამართვა შეუძლებელია. როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, ეს არის სპეკულაცია. ასევე, ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარიც სპეკულაციაა. ეს არის სენსიტიური საკითხი. საქმე ეხება სენსიტურ უწყებას, სფეროს და როდესაც ასეთ სფეროში სპეკულაციებით შედიხარ, ეს თუნდაც პოლიტიკურ პროცესში ჯანსაღი არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ლელოს" ინიციატივაა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდეს, სადაც სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს დაიბარებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა