მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა, პარლამენტში სუს-ის უფროსი დაიბარონ, ერთ მიზანს ემსახურება, რომ აჩვენონ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სხდომის მოწვევის „ეშინია“

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაიბარონ, ერთ მიზანს ემსახურება, რომ აჩვენონ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სხდომის მოწვევის „ეშინია“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეალურ საქართველოში და რეალურ მოცემულობაში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როგორც წესი, პარლამენტის სხდომები არ ტარდება და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებში მისი გვარი არ არის.

„რაც შეეხება საგამოძიებო ტაქტიკას, არც თქვენი და არც ჩემი საქმე არ არის, ვის როდის დაიბარებენ გამოკითხვაზე. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამომძიებლის და პროკურორის დისკრეცია, განსაზღვროს ვინ როდის დაკითხოს. რაც შეეხება ზოგადად ამ ე.წ. ფაილებს, მარტივი სცენარია ორი კვირით ადრე რაღაცების, ტყუილ-მართლის გამოგდება, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ შეუძლებელია ორ კვირაში ვინმემ რამე გამოიძიოს და პასუხებს გასცემს კითხვებზე - მაგალითად, ვინ ჩაიწერა? ვისი ინტერესი იყო? ვინ გაიტანა? რომელია კანონიერი და რომელი უკანონო? რომელია ამ ფაილებში დამატებითი, მოგონილი ე.წ. კრებსები. ამაზე არის პასუხი ურთულესი, ამას ორ კვირაში პასუხი ვერ გაეცემა და ამით უნდოდათ აჟიოტაჟის და წინასაარჩევნოდ ნეგატიური ნარატივის ატეხვა, რაც არ გამოუვიდათ. რეალობა არის ერთი - რაღაც შეიძლება მართლაც იყოს და ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაცები არის შეთხზული, გატანილი, ზოგი - მოგონილი. ერთი შეიძლება იყოს სიმართლე და რაღაცები მოგონილი. თუ ერთ სიმართლეს დაადასტურებენ, იმ დანარჩენებზეც დააბრალებენ ვინმეს, რომ ესეც „სიმართლეა“. ამას სჭირდება კვალიფიციური გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოძიების შედეგი ბევრს არ მოეწონება - რადიკალური ოპოზიციის თუ მისი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი გაიშიფრება - რისთვის იყო, ვინ დაგეგმა და რატომ, რა ტყუილი იყო და რა სიმართლე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს