არჩილ თალაკვაძე - ე.წ. ფარულ მოსმენებზე ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, ერთი მხრივ, თითქოს ისინი გმობენ ამას და მეორე მხრივ, ეს პოლიტიკური ძალა რჩება ამ ჩანაწერების მთავარ დისტრიბუტორად

ეს იყო წინასწარ დადგმული დისკრედიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების და მათი ტელევიზიების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, არ შეიძლება ერთი ხელით გმობდე ამ ჩანაწერებს და მეორე ხელით მთავარი დისტრიბუტორი იყო ამ შინაარსის.

„ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს რადიკალური ოპოზიციის და მათ მიერ მართული პროპაგანდული არხების მიერ. ერთი მხრივ, თითქოს ისინი გმობენ ამ ჩანაწერებს და მეორე მხრივ, საზოგადოება ხედავს, რომ ტელევიზიები და ეს პოლიტიკური ძალა რჩება ამ ფარული ჩანაწერების მთავარ დისტრიბუტორებად. სწორედ მათი საშუალებით ხდება ამ ინფორმაციის დისტრიბუცია. შესაბამისად, ეს არის ორმაგი სტანდარტი.

ეს იყო წინასწარ დადგმული დისკრედიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების და მათი ტელევიზიების მხრიდან. წინასწარ იყო დაგეგმილი დრო, დისტრიბუციის სქემა, რაც პარტიული ტელევიზიებით მოხდა. ეს არ გამოუვიდათ და დღეს ვხედავთ მათი მხრიდან გაღიზიანებას. ის ვინც ებრძვის ეროვნულ ღირებულებებს, სახელმწიფო ინტერესებს, ადამინის უფლებებს და ეკლესიას , რა თქმა უნდა, საზოგადოებამ კარგად იცის ვინ არის ეს პოლიტიკური ძალა და მათ მიერ მართული ტელევიზიები“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა დაიბარონ თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გამოკითხვაზე, თალაკვაძე პასუხობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ ამბავში მტყუან-მართლი გაირკვეს.

„ჩვენ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებიდან გამოარჩევს ის, რომ გამოძიებას არა პოლიტიკური პარტიები, არამედ ინსტიტუტები ატარებენ ვინც ამაზე პასუხისმგებელია, მათ შორის საგამოძიებო ორგანო, რომელმაც მყისიერად დაიწყო გამოძიება, შესაბამისად, ყველა ჩვენი თანაგუნდელი არის კანონმორჩილი და რაც საჭირო იქნება მტყუან-მართლის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და გახსნილი პოზიცია გვაქვს, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკური ძალა პატივს სცემს კანონის უზენაესობას“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო