ლევან იოსელიანი „ნაცმოძრაობაზე“ - ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რისთვის შემოვიდნენ პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად უწყობს ხელს პროცესებს, როცა შეუძლებელი ხდება საგამოძიებო კომისიის შექმნა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და სუს-ის უფროსის დაბარება - სრულიად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეს ოპოზიციურ პარტიას არ უნდოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა ოპოზიციურმა ჯგუფმა მოაწერა ხელი.

„მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ სუს-ის უფროსის პოზიცია და მას ის კითხვები დავუსვათ, რაც საზოგადოების ნაწილს აწუხებს. ძალიან უცნაურია, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობას" არ აინტერესებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის აქტუალური არ არის. 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მათ მხარი არ დაუჭირეს და დარბაზში არ შემოვიდნენ. დღეს არ მოდიან და ხელს არ აწერენ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას. ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რისთვის შემოვიდნენ პარლამენტში", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სავარაუდოდ, სუს-ის მიერ განხორციელებულ ფარულ მოსმენა-მიყურადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნაზე 27 დეპუტატის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ხელს აწერენ: ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის", ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი", პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეები", პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი", გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თაკო ჩარკვიანი, დათვით ბაქრაძე და თამარ კორძაია.

პასუხს ელოდებიან ევროპელი-სოციალისტებისგან. ამ ეტაპზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნას 11 ხელმოწერა აკლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო