ადვოკატთა ასოციაციის ახალი შენობის დიზაინმა საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო მიიღო

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ახალი სათავო ოფისის კონცეფცია და დიზაინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - Global Architecture & Design Award -ის 2021 წლის გამარჯვებული გახდა. არქიტექტურული პროექტის ავტორი დავით ცუცქირიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ადვოკატთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, "ადვოკატთა ასოციაციის" ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც საქალაქო სასამართლოს უკან მდებარეობს ორ სართულსა და ტერასას მოიცავს. შენობის სამკუთხედის ფორმის არქიტექტურული კონცეფცია სიმბოლურია და მართლმსაჯულების სამ აქტორს გულისხმობს ესენია: ადვოკატურა, სასამართლო და პროკურატურა.

ერთიანი და დამოუკიდებელი ადვოკატურის სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა