ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ

ბიძინა ივანიშვილი განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი - არ გვაქვს კომუნიკაცია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, აქვთ თუ არა კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა ხელმეორედ დატოვა, თქვა, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში არავითარი ფორმით არ ჩაერთვებოდა.

„იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც წინა შემთხვევაში, პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში მან გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. როდესაც მეორედ გააკეთა განცხადება, მან თქვა, რომ არავითარი ფორმით, მათ შორის, არც კონსულტაციების ფორმით არ იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, პასუხი არის უმარტივესი, ეს პასუხი გაგეცით გუშინ, გუშინწინაც, იმის წინაც. ბოლო კომუნიკაცია ჩვენ, ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური პროცესები იანვარში დატოვა. განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი. არ გვაქვს კომუნიკაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს