მამუკა მდინარაძე დმანისზე - ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების კასკადი იყო, ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და მოახერხეს - მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს

მე, რაც ამ მომენტში ვიცი, რა ინფორმაციაც მაქვს, დილიდან მიდიოდა მაქსიმალური მცდელობა, რომ რამენაირად პროვოკაციაზე წამოეგოთ კონკრეტული ადამიანები და როგორც ჩანს ეს გამოუვიდათ, თუმცა მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა დმანისის სოფელ განთიადში მომხდარ დაპირისპირებას.

მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის ქმედება მას არავინ დაიცავს, ამიტომ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არავინ დაიცავს ადამიანს, რომელიც სავარაუდო დანაშაულს სჩადის.

„მე რაც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება. რაც არ უნდა პროვოკაცია ყოფილიყო, რაც გასაგებია რომ ასე იყო, ამას რაც არ უნდა საფუძველი ჰქონოდა, დანაშაულს გამართლება არ აქვს. ამ ქვეყანაში, არავინ დააფარებს ხელს თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები სადმე არის და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს არის. დარწმუნებული ვარ, შსს და პროკურატურა თავის საქმეს გააკეთებენ. არავინ აპირებს დაიცვას ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ის პროვოკაციაზე წამოაგეს, თუ მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი და ის ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, იმიტომ, რომ ამ დღეებში, მცდელობების კასკადი იყო, რომ ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და ამ შემთხვევაში, მოახერხეს. ძალიან უხარიათ, მაგრამ გასახარად საქმე არავის აქვს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ადამიანები არიან დაზიანებულები ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვნენ, მეორე - არავინ აპირებს ხელის დაფარებას. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების მინიმალური სტანდარტი, რაც ბრალდებისთვისაა საჭირო შეიქმნება თუ არა , იმ წამსვე მოხდება რეაგირება“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა