სალომე სამადაშვილი - გაუგებარია ლოგიკა, რა უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დეპუტატმა ამომრჩეველს სადმე, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მთელი ქვეყნის წინაშე სუს-ის უფროსს ან პრემიერს პარლამენტში

ჩემთვის გაუგებარია ის ლოგიკა, რა უნდა უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე დეპუტატმა ამომრჩეველს სადმე, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საჯაროდ, მთელი ქვეყნის წინაშე შეიძლება უთხრას, მაგალითად სუს-ის ხელმძღვანელს ან პრემიერ-მინისტრს პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერ პარტიებს შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა, შემდეგ, თავადაც შეუერთდა 19 აპრილის შეთანხმებას.

"ჩემთვის ეს უცნაური ლოგიკაა, რადგან პარლამენტი არის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი, ამიტომ თუ საერთოდ პარლამენტში ყოფნას აზრი არ ჰქონდა, რატომ არის პარლამენტში წარმოდგენილი დეპუტაცია?! გავიხსენებ, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ ხალხის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, რომელიც დღეს გახდა საფუძველი იმის ვისაუბროთ, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია. შემდეგ დაგვიანებით მოაწერეს ხელი მიშელის დოკუმენტს და სანამ ხელს მოაწერდნენ, პარლამენტში შემოვიდნენ. ჩემთვის გაუგებარია ის ლოგიკა, რა უნდა უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე დეპუტატმა ამომრჩეველს სადმე, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საჯაროდ, მთელი ქვეყნის წინაშე შეიძლება უთხრას, მაგალითად სუს-ის ხელმძღვანელს ან პრემიერ-მინისტრს პარლამენტში, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საკითხი ეხება "ლელოს" ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო