პაატა დავითაია - კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე

კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა დმანისში, ყოვლად დაუშვებელია ძალადობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, ასეთი ფაქტები დააზარალებს საარჩევნო პროცესს და ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს დაძაბულობა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე განხორციელებული თავდასხმა საარჩევნო კამპანიის დროს და ცივი იარაღის გამოყენება არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ყოვლად დაუშვებელია ძალადობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე, ის რაც მოხდა დმანისში და სხვა რაიონებში”, - აცხადებს დავითაია.

პაატა დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანებს, რომელთაც ეს დანაშაული ჩაიდინეს. ასეთი ფაქტები დააზარალებს საარჩევნო პროცესს, გააჩენს ბევრ შეკითხვას და ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო პარტნიორების თვალში. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ოპოზიციური პარტიის კანდიდატს და იმ ადამიანებს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ “, - აცხადებს პაატა დავითაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს