ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ, საქართველოსა და ქუვეითს შორის ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის ქუვეითთან ყველა მიმართულებით გააფართოვოს კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.

"არაჩვეულებრივი იყო პრემიერ-მინისტრ საბაჰ-ალ-ჰალიდ ალ-საბაჰთან შეხვედრა და ყველა ინსტიტუციურ დონეზე ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების გზების საფუძვლიანი განხილვა. მზად ვართ, ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში", -წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა