ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მხარს უჭერს ავღანელი ხალხის დასახმარებლად თანამეგობრობის ინიციატივას და ნატო-ს და მისი მოკავშირეების გვერდში დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდში დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს.

“შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო ჩვენი ავსტრიელი პარტნიორებისა და თავად ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერის სებასტიან კურცის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგში. საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდით დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს