ანა ბიბილაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა დაარქვა ძალადობას, სისხლიან ბანერებს, ამ დროს კი დაავიწყდათ ყველაზე მთავარი, ადამიანი და მათი საჭიროებები

თქვენ პოლიტიკას ეძახით იმ ცხრა წელს, რასაც ვუყურებთ და იმ ცხრა წელსაც, რაც მანამდე იყო, - ასე მიმართა „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა თბილისის მერს, კახა კალაძეს.

ბიბილაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა დაარქვა დაპირისპირებას, სისხლიან ბანერებს, ძალადობას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და ამ დროს დაავიწყდათ ყველაზე მთავარი - ადამიანი, მათი საჭიროებები და რეალური პრობლემები.

„სადაც ვარ დღეს, ვარ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ” თავისი მოქმედებითა და უმოქმედობით ეს ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა. ამ ქვეყანას და ადამიანს წაართვა პერსპექტივა და მომავალი. აქ ვდგავარ იმიტომ, რომ ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი და ქალაქის საჭიროებები. ამ ქვეყანაში და ქალაქში ადამიანებს სჭირდებათ ცვლილებები და ეს ყველა კვლევაში ჩანს, მათ სჭირდებათ განსხვავებული პოლიტიკა. ადამიანებს უნდა ვესაუბროთ მათ საჭიროებებზე, რომლის წინაშეც დგანან. ეს ცვლილებები იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა არ იყოს, რაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების” ინტერესებში არ შედის,”-განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს