რევაზ სოხაძე იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რევაზ სოხაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

შეხვედრაზე, დეპუტატობის კანდიტატმა დევნილებს კახა კალაძის 4-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა შესაძლებელი, რომ დევნილებს თბილისში ახალ აშენებულ კორპუსებში მიეღოთ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები, რაც მანამდე კანონმდებლობით იყო აკრძალული. ამის კარგი მაგალითია ე.წ. ჰუალინგის საცხოვრებელ კომპლექსში დაკმაყოფილებული 900-ზე მეტი ოჯახი.

ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთ დევნილ ოჯახს დაუკანონდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე დევნილებმა მთავარ პრობლემად რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და სკვერების მშენებლობის, სახურავების გადახურვის და სადარბაზოების კეთილმოწყობის საკითხი დააყენეს და როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს, რომ სამგორის რაიონის ბიუჯეტი გაიზარდოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა