საია-ს ინფორმაციით, ევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო

20-21 ივნისის საქმეებზე ევროპულ სასამართლოში დავის პროცედურა დაიწყო, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 20-21 ივნისის საქმეებზე პოზიციის წარმოდგენის ვადა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საია-მ და EHRAC-მა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული 22 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 07 აპრილს წარადგინეს, ხოლო, სასამართლომ საჩივართა თაობაზე საქართველოს მთავრობას 2021 წლის 07 ივნისს აცნობა.

„არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს 2021 წლის 09 დეკემბრამდე უპასუხოს. დამატებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა საია-სა და EHRAC-ის მოთხოვნა, სახელმწიფოს, ასევე, ევალება წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მიერ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს, რითაც მათ მნიშვნელოვნად ეზღუდებათ მათი პროცესუალური უფლებები. 2021 წლის 09 დეკემბრამდე წარსადგენ პოზიციაში, სახელმწიფომ საქმეებზე: თამარ ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; და, დავით ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპული სასამართლოს მიერ დასმულ შემდეგ შეკითხვებს უნდა უპასუხოს:

1. მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუარა ისინი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს?

2. ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი? რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?

3. მომჩივანი ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?

4. მოხდა თუ არა მომჩივანი დემონსტრანტების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციისმე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?

5. ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი? სასამართლოს პროცედურის თანახმად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დასმულ შეკითხვებზე საკუთარ პოზიციას წარადგენს, საია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სახელით დამატებით წარადგენს წერილობით არგუმენტაციას ევროპულ სასამართლოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს