მიხეილ სარჯველაძე დმანისის ინციდენტზე - მოწოდებული ინფორმაცია არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა, თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს მოუწიოს

მოწოდებული ინფორმაცია, ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა, თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ დმანისში ვითარება შეიძლება ისეთი იყოს, სადაც ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს შეიძლება მოუწიოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობას გამართლება არ აქვს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს.

"რამდენადაც მოვისმინე, გაკეთდა განცხადება, რომ პიროვნება გამოცხადდა თვითონ პოლიციის განყოფილებაში, გაგრძელდება ალბათ, საგამოძიებო მოქმედებები და გვეცოდინება მეტი ამ შემთხვევაზე. ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შედეგები დადგეს.

სიმართლე გითხრათ, თავისთავად, ეს ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა, არავისთვის კარგი არ არის და ამას ყველა გრძნობს და განიცდის. ამ პირობებში, მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია, ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს და საკმარის მიზეზს იმისთვის, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა. თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ ვითარება შეიძლება ისეთი იყოს, სადაც შეიძლება ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს მოუწიოს, თუმცა, ამ წუთას ასეთ მოცემულობას, ნამდვილად ვერ ვხედავ. თვითონ კანდიდატმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუ უნდა მიიღოს და მეორე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი, მე ვთქვი, რომ ასეთი საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ეს ჰიპოთეტურად არ გამოირიცხება, ეს არ გამოირიცხებოდა არც გუშინ და არ გამოირიცხება არც დღეს ფაქტების იმ მოცემულობის პირობებში, რომელიც მე მაქვს და ინფორმაციის ამ პირობებში. როგორი იქნება გადაწყვეტილება მომავალში, ამის თაობაზე მოლოდინებს ნუ შექმნის ჩემი ნურც ერთი განმარტება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორ ცუწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს