კახა კალაძის განცხადებით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებს კიდევ 5 დაემატება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებს კიდევ 5 დაემატება.

როგორც მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პროგრამის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ბიუჯეტის 30% სწორედ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებზე იხარჯება.

„სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება ბიუჯეტში ძალიან მსხვილად არის თანხობრივად წარმოდგენილი. ბიუჯეტის 30% იხარჯება სწორედ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებზე. ჩვენ 2017 წლიდან 26 ახალი პროგრამა გვქონდა, რომელსაც კიდევ 5 ახალი პროგრამა დაემატება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებობა, რომ ისარგებლონ", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა თბილისში რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დედაქალაქში 15 ახალი საქალაქო დონის პარკის მშენებლობა იგეგმება.

„თბილისს აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე გავხადოთ ჩვენი ქალაქი, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე შევიტანოთ თითოეულ უბანში. შესაბამისად, 15 ახალი საქალაქო დონის პარკის მშენებლობა იგეგმება, რა თქმა უნდა, სკვერების რეაბილიტაცია, რეკრეაციული ზონების აღდგენა გაგრძელდება. ასევე ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ მიმართულებას, რომელიც 300 ჰექტარი ტყის აღდგენას მოიცავს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენი ქალაქისთვის ეს არის სასუნთქი ფილტვები და მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდი მაქვს მხედველობაში, პრინციპულად მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს