ბექა დავითულიანი - „ლეიბორისტების” კანდიდატი იტყუებოდა, როცა მიუტანა ნივრით თუ წიწაკით სავსე ქილა კალაძეს და უთხრა, რომ ესაა დღიური რაციონი, უფასო სასადილოების რაციონი შედგენილია სპეციალისტების მიერ

„ლეიბორისტების” კანდიდატი იტყუებოდა, როდესაც მიუტანა ნივრით თუ წიწაკით სავსე ქილა კანდიდატს და უთხრა, რომ ეს არის დღიური რაციონი - უფასო სასადილოების დღიური რაციონი შედგენილია სპეციალისტების მიერ შესაბისი კალორაჟით,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე კახა კალაძისთვის “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატის მიერ ქილის მიტანას, სადაც, მისი თქმით, უფასო სასადილოების დღიური რაციონი იყო მოთავსებული.

კითხვაზე, რატომ გადააგდო კალაძემ ქილა ტრიბუნიდან, დავითულიანმა თქვა, რომ “ტრიბუნაზე ვერ დაიდგამდა”.

“თუ იმაზე ვსვამთ კითხვას, ეს საკმარისია თუ არა, არა - უფასო სასადილო სანამ არსებობს ქვეყანაში ვერასდროს კმაყოფილი ვერ ვიქნებიათ”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება თავად დებატებს, დავითულიანის შეფასებით, კალაძე “უალტერნატივო იყო”.

“ყველა კანდიდატის მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას, კახა კალაძემაც გამოხატა ეს პატივისცემა, მიიღო დებატებში მონაწილეობა, გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც მის მიმართ დაისვა. ჩემი აზრით, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კახა კალაძე უალტერნატივო იყო გუშინდელი დებატების შემდეგ”,- განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანი ასევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვებას და განაცხადა, რომ ნიკა მელიამ “რაღაც სისულელე თქვა და გავიდა”.

“ეს არის მათი ზოგადი განწყობა. ისინი ყოველთვის ტოვებენ სასაუბრო სივრცეს. პატივს არ სცემენ ამომრჩეველს. ყოველთვის მიჰყავთ პროცესები რადიკალიზაციისკენ. გუშინაც იყო ამის გამოვლინება - შემოვიდა, თქვა რაღაც სისულელე და გავიდა. ასე გააგრძელოს. ყველა არჩევნებში შემოვიდეს, იძახოს სისულელეები და გავიდეს”,- განაცხადა დავითულიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს