ვაკეში „ლელოს“ მაჟორიტარი კანდიდატი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას შეურაცხყოფად მიიჩნევს

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, მედეა მეტრეველის განცხადებით, სამარცხვინოა თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, თითქოს მიუსაფარი ცხოველები მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიან.

მეტრეველის თქმით, მიუსაფარი ცხოველები კი არ ქმნიან დისკომფორტს, არამედ მახინჯი პოლიტიკა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რომელსაც „მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ ეწევა ცხოველთა პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით.

„ცხოველები დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობასო - ასეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა თბილისის მერმა ეს წუთია საზოგადოებრივი მაუწყებლის დებატებში. ბატონო მერო, დისკომფორტს მიუსაფარი ცხოველები კი არ უქმნიან მოსახლეობას, არამედ ის მახინჯი პოლიტიკა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რომელსაც მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ეწევა ცხოველთა პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით. ამ განცხადებით თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა ცხოველთა უფლებების დამცველებს და იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად იბრძვიან,”- განაცხადა მეტრეველმა. ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა