რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე - ახლა დააკავებენ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება - დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა

ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება - დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" მის კანდიდატურას არ მოხსნის, ეს იქნება იმის დასტური, რომ ამომრჩეველი არაფრად მიაჩნია და აბუჩად იგდებს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, "ქართული ოცნება" ამისთვის არჩევნებზე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

"ის, რაც დმანისში მოხდა, ყოველ წელს ხდებოდა არჩევნების წინ, ვინმე ამ 9 წლის განმავლობაში გინახავთ ამაზე სასჯელმისჯილი? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანი და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება. უნდა მოხსნას კანდიდატურა ამ დამნაშავის მამამ დაუყონებლივ, რომელიც თურმე აცხადებდა, რომ ეს მისი შვილი არ იყო და საზოგადოებას ატყუებდა პირდაპირ ეთერში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი ძალადობრივი ხერხით ცდილობს რაღაც შედეგის მიღწევას, ვერ მიაღწევენ, ვერ გადალახავენ 43 პროცენტს და გაიმართება რიგგარეშე არჩევნები,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს