ირაკლი ხმალაძე - 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფის მფლობელი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისგან.

ამასთან, მისივე თქმით, 160-მდე ღია კაფის მფლობელი კი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან.

„უკანასკნელი წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შემუშავებული გვაქვს მათი მხარდაჭერის პროგრამა. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს 700-მდე მოიჯარეს გავათავისუფლებთ საიჯარო ქირის გადასახადისგან 2021-2022 წლების განმავლობაში. 160-მდე ღია კაფის მფლობელს ვათავისუფლებთ 2022 წლის საიჯარო ქირისგან, ვინაიდან, ისინი 2021 წელს უკვე გათავისუფლებული გვყავს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკური შეღავათების ფარგლებში, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის 1 000-მდე მოიჯარეს და ღია კაფის მფლობელს შეეძლება, უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით, ორი წლით გაიხანგრძლივოს;

მანვე აღნიშნა, რომ მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ - 2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე სთავაზობს.

„1 000-მდე მოიჯარეს, რომელმაც პანდემიის გამო, პრაქტიკულად, ბოლო ორი წელი დაკარგა, მათი ნების საფუძველზე, დამატებით, ორი წლით საიჯარო ურთიერთობების გაგრძელებას ვთავაზობთ. ასევე, იმ მოიჯარეებს, რომელთაც საიჯარო ვადები ეწურებათ, ან ამოეწურათ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, მათ მუნიციპალიტეტი სთავაზობს საიჯარო ვადების გახანგრძლივებას 2024 წლის პირველ იანვრამდე“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობის გამო, მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერება, ხოლო ტურისტული ობიექტები ერთჯერადად, დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა