კარლ ჰარცელი - ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის

ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის და საჭიროა მოხდეს არა მხოლოდ მისი დაგმობა, არამედ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა მოჰყვება, რაც, იმედია, დაწყებულია და შედეგებს მოიტანს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ძალადობა არის პოლარიზაციის კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ჩვენ კვლავ ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს ბევრი სხვა საარჩევნო კამპანიის დროს გვინახავს, რასაც შედეგად მოაქვს არა მხოლოდ ძალიან უხეში რიტორიკა, არამედ აშკარა დაყოფა მოქალაქეებს შორის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, როგორ შეიძლება საარჩევნო კლიმატის დაწყნარება და დამშვიდება,“ - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა