რომან გოცირიძე - ელჩების სავარაუდო მოსმენა საერთაშორისო სკანდალია - რუსებს რატომ არ უსმენენ?

ამერიკამ სამ მილიარდნახევარი დახარჯა საქართველოსთვის და ამ სახელმწიფოს როცა უსმენ, ეს იმას ნიშნავს რომ უსმენ ვიღაც სხვის სასარგებლოდ - რუსებს რატომ არ უსმენენ?- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის განცხადებით, ელჩების სავარაუდო მოსმენა საერთაშორისო სკანდალია.

"ვენის კონვენციის დარღვევა არის საერთაშორისო სკანდალი, ეს არის ფაქტობრივად იმ ქვეყნებისადმი უნდობლობა და ჯაშუშური ქმედება, რომლებმაც საქართველო როგორც სახელმწიფო აქამდე მოიყვანეს. 30 წლის განმავლობაში, ამერიკის სახელმწიფომ სამ მილიარდნახევარი დახარჯა საქართველოს დემოკრატიიისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ერთი ამდენი ევროკავშირმა, ამ სახელმწიფოს როცა უსმენ, ეს იმას ნიშნავს რომ უსმენ ვიღაც სხვის სასარგებლოდ, რუსებს რატომ არ უსმენენ? ერთი შემთხვევა გვაჩვენეთ როცა რუსი ჯაშუში ან მოსმენილ იქნა ან დაჭერილი. რუსეთის წარმომადგენლებს რატომ არ უთვალთვალებენ, იმიტომ რომ რუსეთის წარმომადგენელია ბიძინა ივანიშვილი და მილიარდები გამოატანა აქ ხელისუფლების შესაცვლელად,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა.

ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს