ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი მცირედით იკლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი მცირედით იკლებს, თუმცა ზოგადად პროგრესი მაინც შეინიშნება იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც საქართველომ პირველად დაიწყო ვაქცინის ადმინისტრირება.

„ვაქცინაციის ტემპი მცირედით იკლებს, მაგრამ, ზოგადად, უნდა ვთქვა, დიდი პროგრესი იქნა მიღწეული ვაქცინაციის მიმართულებით. ამის თქმის საფუძველს ის რაოდენობრივი მაჩვენებლები მაძლევს, რომელიც ვაქცინის ადმინისტრირების დასაწყისში, ივნისსა და ივლისში ფიქსირდებოდა. ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი ხუთ-ექვს ათასს არ აჭარბებდა, ხოლო პიკზე, აგვისტოში, ყოველდღიურად 17000 აცრა ტარდებოდა, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა