ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს და ვშიშობ ამ გაჭირვების ფონზე, კიდევ უფრო მეტ ძალადობას მიმართავს

კალაძემ თქვა, არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომომხმარებელიაო. ამით პირდაპირ უთხრა მთელს საქართველოს, რომ კობახიძე არავინ არ არისო. „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს. მმართველი გუნდი რეალობას გაურბის, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, გაჭირვების ფონზე, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა კიდევ უფრო მეტ ძალადობას მიმართოს.

„რაც „ქართული ოცნების“ თავს ხდება, რა განცხადებებიც კეთდება, მოწმობს, რომ მმართველ გუნდს ძალიან უჭირს. რაც არ უნდა ხშირად გაიმეოროს „ქართულმა ოცნებამ“, რომ 43%-იანი ბარიერი მისთვის უმნიშვნელოა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის და საკითხი დღის წესრიგში დგას. „ქართული ოცნება“ მიუხედავად იმისა, რომ ამბობს: ჩემი ხელმოწერა უკან მიმაქვსო, რაც სამარცხვინოა, ვიცით, რომ ლეგიტიმაციის საკითხი ასე წყდება.

კალაძემ თქვა, არავის არ უთქვამს, რომ გახარია ნარკომომხმარებელიაო და ამით პირდაპირ უთხრა მთელს საქართველოს, რომ კობახიძე არავინ არ არისო. ეს ამას ნიშნავდა, რადგან კობახიძის განცხადება ათასჯერ მოვისმინეთ, რომ მას„კოკაიშნიკი“ ეძახა. „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს. მმართველი გუნდი რეალობას გაურბის. ვშიშობ ამ გაჭირვების ფონზე, კიდევ უფრო მეტ ძალადობას მიმართავს, ამიტომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა