კახა კალაძე კითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა არჩევნებიდან დმანისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი - კანდიდატი რა შუაშია?

კანდიდატი რა შუაშია? თუ არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ უნდა მოიხსნას თუ არა არჩევნებიდან დმანისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის შვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

კალაძის თქმით, აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც აღნიშნულ ძალადობაში მონაწილეობდა.

„ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ვეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას, მათ შორის ფსიქოლოგიურს და იმ ძალადობას, რომელსაც კონკრეტული ტელევიზიები კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით ახორციელებენ. ყველას აუცილებლად მოეთხოვება და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება”,- განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყოველ წელს, როდესაც ქვეყანაში არჩევნებია, პროვოკაციები ხდება.

„პროვოკაციებია განსაკუთრებით არჩევნების ბოლო დღეებში. ყოველ წელს, როდესაც ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდა, ეს ასე ხდებოდა. სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” მოდიოდა პროვოკაციებზე - ეს იყო, მაგალითად, აჭარაში. როდესაც ოფისში მიუვარდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, ასევე, ეს იყო როდესაც ამბობდნენ, რომ ქარელში მეორე სართულიდან ჟურნალისტი გადააგდეს - ბევრი ასეთი სიცრუე“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა