მედიის განვითარების ფონდმა 2020 წლის ანგარიშის „ანტიდასავლური პროპაგანდა“ პრეზენტაცია გამართა

მედიის განვითარების ფონდის დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მათ ანგარიშში „ანტიდასავლური პროპაგანდა“ გასულ წელს ანტიდასავლური გზავნილებით „პატრიოტთა ალიანსი“ დომინირებდა.

როგორც მან ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, 2020 წელს შედარებით შემცირდა ანდიტადასვლური გზავნილები ნინო ბურჯანაძის პარტიის მხრიდან, „რომელიც ადრე ასევე აქტიურობდა ამ მიმართულებით“.

მისივე ინფორმაციით, გამოვლინდა როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ საქართველოს პრეზიდენტის, ან ოპოზიციური ლიდერების შესახებ.

„ეს არის მეექვსე ანგარიში. ჩვენ წლებია ვაკვირდებით ანტიდასავლურ გზავნილებს ქართულენოვან მედიაში. გამოიკვეთა ანტიამერიკული გზავნილების მზარდი ტენდენცია, რაც უკავშირდებოდა როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ორგანიზებული კამპანია გამოიკვეთა „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან NDI-ს და IRI-ს წინააღმდეგ, ამასთან გამოიკვეთა რუსეთის მიმართ მზარდი ნოსტალგიური განწყობები კრემლთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებში. როგორც წესი, რუსული დეზინფორმაცია ცდილობს შიშების დანერგვას, რაც უკავშირდება როგორც ომის დაწყებაზე რუსეთის პროვოცირების, იდენტობის დაკარგვას, ბიოუსაფრთხოებას და ა.შ. მეორეს მხრივ ვრცელდება უიმედობა და სკეპტიციზმი, რომ ლიბერალიზმი მარცხდება და ის უნდა ჩანაცვლდეს კონსერვატიული იდეოლოგიით. ასევე ხშირია უნდობლობა დემოკრატიის და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ მათ არ ძალუძთ საქართველოს დაცვა და იმ უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა, რომლის წინაშეც არის ქვეყანა. ასევე შემოდის ძლიერი რუსეთის თემა, რომელსაც შეუძლია იხსნას საქართველო ყველა საფრთხისგან.

„პატრიოტთა ალიანსი“ დომინირებდა, თუმცა სხვა პარტიების მხრიდანაც იყო ანტიდასავლური გზავნილები. შედარებით შემცირებულია ნინო ბურჯანაძის პარტიის მხრიდან, რომელიც ადრე ასევე აქტიურობდა ამ მიმართულებით. ასევე საუბარია ონლაინ პლატფორმებზე „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“. ჩვენ 400-ზე მეტი დეზინფორმაცია გამოვავლინეთ და სექტემბრიდან გვქონდა შესაძლებლობა ყალბად მოგვენიშნა შიდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებული დეზინფორმაციებიც, რაც უშუალოდ არჩევნებს უკავშირდებოდა. ამ ანგარიშში არ არის შესული შიდადეზინფორმაციული გზავნილები, ჩვენ გამოვავლინეთ როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომლებიც ყალბ ინფორმაციებს ავრცელებდნენ პრეზიდენტის, ან ოპოზიციური ლიდერების შესახებ“, - აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF), USAID საქართველო და საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან ერთად (UNAG) 2020 წლის ანგარიშის „ანტიდასავლური პროპაგანდა“ პრეზენტაცია გამართა.

რიგით მეექვსე ყოველწლიური ანგარიში MDF-ის აღმასრულებელი დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა წარადგინა და 2020 წლის მედიამონიტორინგის შედეგებს ასახავს.

აღნიშნული ანგარიში ტრადიციულ მედიაში გამოვლენილ სხვადასხვა ანტიდასავლურ გზავნილებს, ნარატივების სტრუქტურას და დროთა განმავლობაში მათ ცვალებადობას მიმოიხილავს. დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის ნაწილი კი არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ სოციალურ მედიაში გამოვლენილ მონაცემებს ასახავს, რა დროსაც გამოყენებულია „ფეისბუკის“ ანალიტიკური ხელსაწყო Crowdtangle და „მითების დეტექტორის" „ფეისბუკთან“ ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად მოპოვებული, საქართველოდან დარეპორტებული მონაცემები.

დაკვირვება როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა