გიორგი ვაშაძე - „ქართული  ოცნების“ სტანდარტი არის ძალადობა, დაჭრა, გატაცება, ოღონდ საკუთარ მიზანს მიაღწიოს

„ქართული ოცნების“ სტანდარტი არის ძალადობა, დაჭრა, გატაცება, ოღონდ საკუთარ მიზანს მიაღწიოს, - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დმანისში მომხდარი ინციდენტი.

ის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„საქართველო იმ წინასაარჩენო პრეცედენტებით, რომელიც სტანდარტად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის, რაღაც განუვითარებელი ქვეყნის იმიჯს იძენს. ფიზიკური დაპირისპირებები, დანით დაჭრის ფაქტები. მაგალითად, ჩვენი კანდიდატი 8 საათი იყო გატაცებული, რომ განცხადება დაეწერა. ეს ვინმეს ნორმალური თუ ჰგონია, ვერ დავეთანხმები. გვინდა ევროპა? გვინდა დასავლეთი? ამისთვის აუცილებელია ნორმალური საარჩევნო გარემო. მოდის მშვიდად ადამიანი არჩევნებზე, მშვიდად ტარდება საარჩევნო კამპანია, ყველას აქვს კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩევლებთან, ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ნუთუ ასეთი რთულია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ?! ამიტომ 2 ოქტომბერს მათ შორის ამის ტესტია“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს