ვახტანგ კალოიანი - ბათუმს ახლა სჭირდება სწრაფი ნაბიჯები, რათა ეს რთული ვითარება გამოსწორდეს

ნებისმიერი მოცულობის წვიმაზე სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემებია, ეს არის თავმოუბმელობის, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის შედეგი , - ამის შესახებ ბათუმში „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებულმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მერიამ და ინფრასტრუქტურულმა სამსახურებმა მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა მოახერხონ, რათა ზიანი ნაკლები იყოს.

„დღეს ბათუმში არის ძალიან დრამატული ვითარება, წყალდიდობის გამო ყველა ქუჩა დატბორილია. მოქალაქეებს და სავაჭრო ობიექტებს უზარმაზარი ზიანი მიადგა. ყველანი ჩვენი მოქალაქეების გვერდით უნდა ვიყოთ, მერიამ და ინფრასტრუქტურულმა სამსახურებმა მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა მოახერხონ, რათა ზიანი იყოს ნაკლები. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზარალის აღწერა და მისი მაქსიმალური კომპენსაცია. ათასობით მოქალაქის ქონებაა დაზიანებული. ბათუმს ახლა სჭირდება სწრაფი ნაბიჯები, რათა ეს რთული ვითარება გამოსწორდეს. ბათუმის ბიუჯეტმა 60 მილიონი დააბრუნა ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელიც ინფრასტრუქტურისთვის იყო გათვალისწინებული. გაუაზრებელი ინფრასტრუქტურული მშენებლობების გამო წყალგაყვანილობისა და დრენირების სისტემა, რომელიც ბათუმში მოწესრიგებული იყო წლიდან წლამდე უარესდება და ნებისმიერი მოცულობის წვიმაზე სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემებია. ეს არის თავმოუბმელობის, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის შედეგი.“ - განაცხადა კალოიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო