გიგა ბოკერია ღარიბაშვილის შეხვედრებზე - მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა, რომელსაც ჰქონდა ნიუსები უცხოურ დელეგაციასთან შეხვედრაზე, სიტყვით მიმართვაზე და ეს იყო ამბავი

მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა - რა არის ამაში აღსანიშნავი თუ არა ის, რომ თავისთავად ამაზე ახალი ამბავი კეთდება, რაც არის მახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმების მარაზმის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავსტრიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის.

მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ივანიშვილის თანავარსკვლავედში არიან არც სიტყვას აქვს მნიშვნელობა და არც ფაქტებს.

„მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა, რომელსაც ჰქონდა ნიუსები უცხოურ დელეგაციასთან შეხვედრაზე - ასლან აბაშიძემ სიტყვით მიმართა მათ და ეს იყო ამბავი. მადლობა მოუხადა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, რა არის ამაში აღსანიშნავი თუ არა ის, რომ თავისთავად ამაზე ახალი ამბავი კეთდება, რაც არის მახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმების მარაზმის. გამოვიდა სიტყვით და მადლობა უთხრა კურცმა და რა კარგია.

მთავარი მახასიათებელი ამ რეჟიმის და ყველა ადამიანის ვინც ივანიშვილის თანავარსკვლავედშია არის ის, რომ არც სიტყვას აქვს მნიშვნელობა, არც ფაქტებს, არც იმას, ახსოვს თუ არა ადამიანს გუშინ ვინ რა თქვა. ეს ადამიანები - კალაძე კობახიძე, ღარიბაშვილი და გახარიაც ხომ ამის მაგალითს გვაძლევენ? არამარტო დღეს გადათქვამენ გუშინ რასაც იძახდნენ ერთმანეთზე, არამედ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ გუშინწინ ერთად, რომ ვიყავით და ერთმანეთს რომ ვაქებდით, ერთმანეთს ვატყუებდითო. პოლიტიკური არარაობები არიან და მათი ნდობა არ შეიძლება არც ერთის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს