არჩილ უსანეთაშვილი „ვითიბი ყაზახეთის“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორი - დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

არჩილ უსანეთაშვილი „ვითიბი ყაზახეთის“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორი - დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბიდან“ აცნობეს, არჩილ უსანეთაშვილმა, „ვითიბი ყაზახეთის“ კორპორატიული ბიზნესის განვითარების დირექტორის - დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობა 6 სექტემბრიდან დაიკავა.

მათივე ინფორმაციით, უსანეთაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე, საქართველოში, „ვითიბი ბანკის“ კორპორატიული ბიზნესის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ვითიბი საქართველო“ არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში. მიხარია, რომ ამ ბანკის გუნდის წევრი ვიყავი და ბანკში ყოფნის პერიოდში „ვითიბი საქართველოს“ კორპორატიული მიმართულება, ჯგუფის მასშტაბით, მოწინავე ადგილს იკავებდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა არჩილ უსანეთაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა