მამუკა გიორგაძე, დმანისში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს მის მიერვე წახალისებულ ძალადობრივ აქტებზე

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, დმანისში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს მის მიერვე წახალისებულ ძალადობრივ აქტებზე.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, საქართველოში, დამკვიდრდა მახინჯი პრაქტიკა, რომ ყოველი არჩევნების წინ, ძალადობრივი აქტები ხდება.

„საქართველოში, დამკვიდრდა მახინჯი პრაქტიკა, რომ ყოველი არჩევნების წინ, ხდება ძალადობრივი აქტები, რომელზეც ხელისუფლება რეაგირებას არ აკეთებს. მეტიც, ახალისებს კიდეც მოქალაქეთა შორის დაპირისპირებას. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასეა ახლაც. თავისთავად, ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უნდა იყოს დასჯადი და ყველა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს მის მიერვე წახალისებულ დანაშაულებრივ აქტებზე. სახალხო პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ მოვლენების პოლიტიკური მდგენელი. რაზე ჩხუბობს დაპირისპირებული ძალები? სამწუხაროდ ეს გაუგებარია. რა პოლიტიკური, ან იდეოლოგიური განსხვავებები გააჩნიათ ამ ძალებს, რას სთავაზობენ ისინი საზოგადოებას, აქვს თუ არა მათ საერთოდ ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა და პოლიტიკური პრინციპები და მათი რეალიზების მექანიზმები? სამწუხაროდ, ამ ძალებს, ასეთი პროგრამები ფართო განხილვისთვის არ წარმოუდგენიათ, აქვთ მხოლოდ ლოზუნგები და ერთმანეთის მიმართ ულევი ზიზღი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პოლიტიკური წარსული გააჩნიათ. აქედან შეიძლება გავაკეთოთ მარტივი დასკვნა - ამ ძალებს არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, არ მიესვლება მასთან და ეს მოვლენები ემსახურება ჭიქაში ქარიშხალის შექმნას, ამ ნაკლოვანებების გადაფარვას და საზოგადოების თვალში ერთმანეთთან დაპირისპირების ტირაჟირებას საკუთარი მომხრეების მობილიზებისათვის, რისთვისაც საზოგადოებრივი პოლარიზებასა და მოსახლეობის ერთმანეთთან დაპირისპირების საშიშ ტენდეციებს უკეთებენ სტიმულირებას. ქმნიან ხელოვნურ მოცემულობას და ხელოვნურ დღის წესრიგს, რომლის მთავარი მიზანია ერთი მხრივ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მათი მხრიდან შეუძლებლობის მიჩქმალვას და მეორე მხრივ, ჯანსაღი პოლიტიკური ძალების სახელმწიფოებრივი პოზიციებისა და ქმედების გადაფარვა. წინა ხელისუფლება „ჩარეცხილების“ სახელწოდებით ახორციელებდა ამას და დღევანდელი, „შუა გაკრეფვის“ პროპაგანდით. „სახალხო პარტია“ მოუწოდებს საზოგადოებას, გავაცნობიეროთ ამ პოლიტიკის დამღუპველობა ქვეყნისთვის და ამ არჩევნებზე მხარი დაუჭიროს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს და შევცვალოთ ეს მახინჯი სისტემა სახალხო მმართველობით“, - განაცხადა გიორგაძემ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს