ალეკო ელისაშვილი - ევროკავშირში კითხვები გაუჩნდათ და პროტესტის გამოსახატად და კითხვების დასასმელად დაიბარეს ელჩი - კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად არ დაუბარებიათ

ევროკავშირში კითხვები გაუჩნდათ და პროტესტის გამოსახატად და კითხვების დასასმელად დაიბარეს ელჩი - კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად არ დაუბარებიათ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას.

მისივე თქმით, ეს პროცესები საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს.

„ელჩის დაბარება ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი გაუჩნდათ და კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს. მეგობარი და ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყანის სპეცსამსახურები ასე აღვირახსნილად არ უნდა იქცეოდნენ, არც საკუთარ მოქალაქეებს არ უნდა ექცეოდნენ ასე და მით უფრო არაფრით შეიძლება დიპლომატების თვალთვალი, კონვენციის დარღვევაა. რა თქმა უნდა, პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ და პროტესტის გამოსახატად და კითხვების დასასმელად დაიბარეს ელჩი. რა თქმა უნდა ეს ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად, რა თქმა უნდა, არ დაუბარებიათ. ძალიან ცუდია, რომ ასე იქცევა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები. თუმცა, კითხვები რჩება ავთენტურია თუ არა, როგორ, საიდან გამოვიდა, ამაზე გვინდოდა დაგვებარებინა ლილუაშვილი და თქვენც არ მომიკვდეთ, უკვე მერამდენედ „ნაციონალური მოძრაობა" აგდებს ასეთ საკითხებს“, - განახადა ელისაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში ევროკავშირში საქართველოს ელჩი დაიბარეს.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი ბუნებრივად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის ახლო მეგობარი და პარტნიორია, მსგავსი სახის აქტივობაში იყოს ელჩების წინააღმდეგ ჩართული. მისი განმარტებით, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც აწესრიგებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს