ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ტროლები“ თითქმის ყველა დიდ პარტიას ჰყავს, ვისაც „ტროლების“ შენახვის ფული აქვს - „ქართულ ოცნებასაც" ბლომად ჰყავს

„ტროლები“ თითქმის ყველა დიდ პარტიას ჰყავს, ვისაც „ტროლების“ შენახვის ფული აქვს - ტროლები "ქართულ ოცნებასაც" ბლომად ჰყავს, - ამ განცხადებით პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

რაქვიაშვილის თქმით, ნებისმიერ სოციალურ გვერდზე „ტროლების“ მრავალსახეობის ნახვაა შესაძლებელი.

„არ მგონია, ეს ეფექტიანი იყოს და რაიმე შედეგი მოჰყვებოდეს, გარდა იმისა, რომ ერთი პარტიის „ტროლები“ მეორე პარტიის „ტროლებს“ აგინებენ. ვინც "ფეისბუქის" გამოცდილი მომხმარებელია, „ტროლების“ კომენტარებს სერიოზულად არ აღიქვმს. ასეთი კულტურაა ჩვენს პოლიტიკაში", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა