ეკონომიკის სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე, წყვეტს თუ არა „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას და ამბობს თუ არა უარს "ნამახვანჰესის" აშენებაზე

ეკონომიკის სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე, წყვეტს თუ არა „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას და ამბობს თუ არა უარს "ნამახვანჰესის" აშენებაზე.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაუკავშირდა „ენკას“ საქართველოს წარმომადგენლობას, სადაც აცხადებენ, რომ შესაბამისი განმარტება კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის მხრიდან უნდა გაკეთდეს.

ამასთან, BPN.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს და "ნამახვანჰესს" აღარ ააშენებს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების დარღვევა სახელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო