ვახტანგ კალოიანი - ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ 4 ნაბიჯიან გეგმას, რის გამოც შეიძლება მძიმე შემოდგომა მივიღოთ

ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ 4 ნაბიჯიან გეგმას, რის გამოც შეიძლება ძალიან მძიმე შემოდგომა მივიღოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბათუმში, ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

კალოიანის თქმით, მათი 4 ნაბიჯის ერთ-ერთი პუნქტი უკავშირდება იმას, რომ დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ფონზე საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა.

„დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ფონზე საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, შემოდგომაზე ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში არის მოსალოდნელი მორიგი ტალღა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ველოდებოდით ამ დრამატულ შემცირებას, მოვუწოდეთ ხელისუფლებას განეხორციელებინა ჩვენ მიერ შეთავაზებული 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან: საჯარო, სამედიცინო, განათლების, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების ან სავალდებულო ვაქცინაცია ან სისტემატიური ტესტირება, მასობრივი ვაქცინაციისთვის მობილური (მოძრავი) ჯგუფების შექმნა ქალაქებსა და სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დამატებით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი შეღავათების დაწესება. ვაქცინირებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლება და საინფორმაციო კამპანიის ინტენსიფიკაცია. ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რადგან ამ აუცრელ პოპულაციაში არ მივიღოთ ძალიან მძიმე შედეგი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბაკქანალიის ფონზე, რაც დღეს არის დაავადების კონტროლის ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ამ ბანერების ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთი კვირის მანძილზე ვერ გავერკვიეთ ვისი რა ბანერია, რა დროით არის და ასე შემდეგ. ამ 4 ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია, მიგვაჩნია სასიცოცხლოდ და სწრაფად უნდა მოხდეს, თორემ ძალიან მძიმე შემოდგომა გველოდება“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო