ბადრი ჯაფარიძე - სესხების შემცირება აღმოჩნდა ტყუილი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა იღებს სესხს აზიის განვითარების ბანკიდან, ეს სესხი არის გაცილებით ნაკლებშეღავათიანი, ვიდრე ევროკავშირის დაფინანსება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა იღებს სესხს აზიის განვითარების ბანკიდან, ეს სესხი არის გაცილებით ნაკლებშეღავათიანი ვიდრე ევროკავშირის დაფინანსება, უბრალოდ ევროკავშირთან შეირცხვინეს თავი და არ შეასრულეს ვალდებულება სასამართლოს რეფორმასთან მიმართებაში, - ასე ეხმაურება პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფაქტია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ეს არის მორიგი ტყუილი, თითქოს „არიან ისეთ ფორმაში, რომ შეამცირონ ჩვენი ქვეყნის დავალიანება”.

„ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ მოახერხა დაერღვია პირობა ევროკავშირთან. ბოლო ურცხვი ტყუილი მდგომარეობდა იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირის 300 - მილიონიან უკიდურესად შეღავათიან ფინანსირებაზე, თურმე უნდოდათ შემცირება სესხების, ესეც აღმოჩნდა რამდენიმეკვირიანი ტყუილი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა იღებს სესხს აზიის განვითარების ბანკიდან, ეს სესხი არის გაცილებით ნაკლებშეღავათიანი ვიდრე ევროკავშირის დაფინანსება, უბრალოდ ევროკავშირთან შეირცხვინეს თავი და არ შეასრულეს ვალდებულება სასამართლოს რეფორმასთან მიმართებაში. ისევ ჩვენი მეგობრების დახმარებით ვიღებთ ფინანსირებას, რომელიც ქვეყანას სჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტირებისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, თითქოს არიან ისეთ ფორმაში, რომ შეამცირონ ჩვენი ქვეყნის დავალიანება”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო