ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5-დან 8,5%-მდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს.

„აზიის განვითარების ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მისი შეფასება მნიშვნელოვანია. ბანკში ნათლად აღნიშნავენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციებზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება, რაც 5.0 პროცენტული პუნქტით აჭარბებს 2021 წლის აპრილში ამავე ბანკის მიერ გაკეთებულ პროგნოზს.

„აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის შთამბეჭდავი, 12.7%-იანი აღდგენა ფიქსირდება. განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საფინანსო და მომსახურების სფეროებში. ბანკის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების საფუძველი იყო მნიშვნელოვანი სამთავრობო მხარდაჭერა ბიზნესისა და ოჯახების მიმართ და საერთაშორისო დონორების მნიშვნელოვანი დახმარება. ამასთან, ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურიზმი კვლავ სირთულეებს განიცდის, საქართველოში ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა ფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა