გიგი წერეთელი - „ქართული ოცნების“ მავნე ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის

ეს კიდევ ერთი მახასიათებელია იმისა, თუ რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა საქართველოს ელჩის ევროკავშირის ოფისში დაბარება.

მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო მოსმენები არანაირი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

"ამგვარი ფაქტი, ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა და არც მომავალში დარჩება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ამ მოსმენების წარმოება ქვეყნის საზიანოდ. იმის მაგივრად, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირში იბარებდნენ და ხვდებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ახალ პროექტებზე, ქვეყნის დახმარებაზე და ასე შემდეგ, ხვდებიან ასეთ საკითხზე გასაკიცხად, საყვედურისთვის, კითხვების დასასმელად. ეს კიდევ ერთი მახასიათებელია იმისა, თუ რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, გავრცელებულ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს